საინფორმაციო ველის გენერალური დასუფთავება. თუ ხელისუფლებაში მოსვლისას, კრიტიკულ აზრთან ბრძოლაში, ქართული ოცნება მეტ კრეატიულობას იჩენდა, დღეს ოლიგარქის პოლიტიკური ძალა, როგორც ჩანს, სასოწარკვეთილია. ქართული ოცნება ქვების სროლაზე და ოპონენტებთან ანგარიშსწორების ველურ მეთოდებზე გადავიდა. ასეთი იყო ჩვენს კოლეგაზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა, რომელიც ყველა კრიტიკული ჟურნალისტისთვის სიგნალი უნდა ყოფილიყო. თავად ხელისუფლების ძალადობის შედეგად დაზარალებული ვახო სანაია მსჯელობს თემაზე თავის ვლოგში, რომელიც სპეციალურად დროებისთვის მოამზადა.
ნეოლითური "ოცნება" - დროება
09 ივლ 202320:13
3 წუთის საკითხავი